Unmanaged Dedicated სერვერები Root Access-ით

Unmanaged Dedicated Server არის ფიზიკური Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით, სადაც იღებთ მაქსიმალურ კონტროლს ოპერაციულ სისტემაზე, სერვისებზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე, პანელებზე და აპლიკაციურ გარემოზე. SERVER1.GE უზრუნველყოფს სერვერს, ქსელს, საწყის ინსტალაციას და ინფრასტრუქტურულ ხელმისაწვდომობას, ხოლო სერვერის შიდა ადმინისტრირება მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

  • სრული Root/Admin წვდომა სერვერზე
  • გამოყოფილი ფიზიკური რესურსი - CPU, RAM, Disk და Network
  • საუკეთესო არჩევანი ტექნიკური გუნდისთვის, DevOps-ისთვის და custom ინფრასტრუქტურისთვის

გჭირდება სერვერი სრული ტექნიკური მართვით? იხილე Managed Dedicated სერვერები .

ROOT Bare Metal Full Control
სრული Root/Admin წვდომა - მართე სერვერი შენი წესებით.
ქართული სერვერები + ევროპული ინფრასტრუქტურა
საქართველო + 34 დატაცენტრი - ერთი ეკოსისტემა
NVMe SSD & მაღალი სიხშირის CPU
მართული უსაფრთხოება, Firewall, Backup

Unmanaged Dedicated სერვერი მოკლედ

Unmanaged Dedicated არის ფიზიკური Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით. SERVER1.GE უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას, ხოლო მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

ვისთვის არის ეს სერვისი?

ბიზნესებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი, კონტროლი ან მენეჯმენტი სჭირდებათ.

რას იღებს მომხმარებელი?

იზოლირებულ რესურსს, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ მოქნილობას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას.

როგორ ავირჩიოთ?

შეაფასეთ დატვირთვა, CPU/RAM, storage, backup, ლოკაცია და მართვის დონე.

ყველა ვარიანტი, შედარება, მიგრაცია.

აირჩიე მდებარეობა და კონფიგურაცია

აირჩიე Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით.

პროდუქტი
CPU
RAM
სივრცე
ტრეფიკი
ფასი
Managed GE-SERV-1 თბილისი, საქართველო
Intel Xeon Gold 1 x 12 Core, 2.7 GHz
32GB DDR4 ECC
2 x 1 TB SATA SSD Software Raid Controller S100i
1 Gbit/s ულიმიტო
₾700.00/თვე
Managed GE-SERV-3 თბილისი, საქართველო
Intel Xeon Gold 1 x 12 Core, 2.7 GHz
64GB DDR4 ECC
2 x 480 GB M.2 NVMe
2 x 1 TB SATA SSD Software Raid Controller S100i
1 Gbit/s ულიმიტო
985.00/თვე

Unmanaged Dedicated სერვერის უპირატესობები

Unmanaged Dedicated სერვერი განკუთვნილია მომხმარებლისთვის, ვისაც სჭირდება სრული კონტროლი, მაღალი წარმადობა და თავისუფლება სერვერის კონფიგურაციაში. ეს მოდელი საუკეთესოა ტექნიკური გუნდისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps სპეციალისტებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც საკუთარი სერვერული გარემოს მართვა შეუძლიათ.

Full Root Access

სერვერზე იღებთ სრულ Root/Admin წვდომას. შეგიძლიათ თავად დააინსტალიროთ პაკეტები, შეცვალოთ სისტემური კონფიგურაცია, მართოთ Firewall, Web Server, Database, Docker, Virtualization tools და სხვა კომპონენტები თქვენი მოთხოვნების მიხედვით.

გამოყოფილი ფიზიკური რესურსი

Dedicated სერვერზე CPU, RAM, დისკი და ქსელური რესურსი არ იყოფა სხვა მომხმარებელთან. ეს გაძლევთ სტაბილურ წარმადობას მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის, API სისტემებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის და მონაცემთა ბაზებისთვის.

თავისუფალი კონფიგურაცია

შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ოპერაციული სისტემა, პანელი, ვებ სერვერი, PHP/Node/Python გარემო, მონაცემთა ბაზა, Backup სისტემა და უსაფრთხოების პოლიტიკა. Unmanaged მოდელი არ გზღუდავთ სტანდარტული ჰოსტინგის ჩარჩოებში.

უსაფრთხოების კონტროლი შენს ხელშია

Root Access გაძლევთ სრულ თავისუფლებას, მაგრამ ასევე ზრდის პასუხისმგებლობას. Firewall, Updates, SSH Security, Malware Protection, Backup, Monitoring და Access Control უნდა მართოთ თქვენ ან თქვენმა ადმინისტრატორმა.

მაღალი წარმადობა

Bare Metal არქიტექტურა გაძლევთ პირდაპირ წვდომას ფიზიკურ რესურსზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია database-heavy პროექტებისთვის, მაღალი ტრაფიკის პლატფორმებისთვის, virtualization workload-ებისთვის და latency-sensitive სისტემებისთვის.

საწყისი OS ინსტალაცია

სერვერი გადმოგეცემათ საწყისად დაყენებული ოპერაციული სისტემით. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავად გააგრძელოთ კონფიგურაცია, დააყენოთ პანელი, Security Tools, Docker, Backup Agent ან ნებისმიერი სხვა საჭირო სერვისი.

ქსელი და ინფრასტრუქტურა

SERVER1.GE უზრუნველყოფს ფიზიკურ სერვერს, ქსელურ კავშირს, დენის მიწოდებას და ძირითადი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. სერვერის შიდა პროგრამული მართვა, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოება რჩება მომხმარებლის მხარეს.

დამატებითი მენეჯმენტი მოთხოვნით

თუ მოგვიანებით დაგჭირდებათ ტექნიკური დახმარება, შესაძლებელია ერთჯერადი ან ყოველთვიური მენეჯმენტის დამატება: უსაფრთხოების გამართვა, Plesk/cPanel დაყენება, Migration, Backup, Monitoring ან ოპტიმიზაცია შეთანხმებული სამუშაოს ფარგლებში.

რა შედის Unmanaged Dedicated სერვერში?

Unmanaged Dedicated სერვერი არის ინფრასტრუქტურული სერვისი სრული Root/Admin წვდომით. SERVER1.GE გაწვდით ფიზიკურ სერვერს, ქსელურ კავშირს და საბაზისო ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, ხოლო ოპერაციული სისტემის, უსაფრთხოების, აპლიკაციების და მონაცემების მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა.

შედის მომსახურებაში

  • ფიზიკური Bare Metal სერვერი არჩეული კონფიგურაციით
  • საწყისი ოპერაციული სისტემის ინსტალაცია
  • Root/Admin წვდომის გადმოცემა
  • გამოყოფილი IP მისამართი
  • ქსელური კავშირი და ძირითადი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა
  • Hardware პრობლემების შემოწმება და რეაგირება
  • სერვერის გადატვირთვა მოთხოვნის საფუძველზე
  • ძირითადი ინფრასტრუქტურული დახმარება, თუ პრობლემა SERVER1.GE-ის ქსელს ან ფიზიკურ სერვერს უკავშირდება

არ შედის Unmanaged მომსახურებაში

  • ოპერაციული სისტემის მუდმივი ადმინისტრირება
  • Firewall, SSH Hardening და უსაფრთხოების პოლიტიკის გამართვა
  • სერვერის მონიტორინგი და პროაქტიული რეაგირება
  • Backup სისტემის დაყენება, მართვა და აღდგენის ტესტირება
  • ვებსაიტების, აპლიკაციების, ელფოსტის ან მონაცემთა ბაზების მართვა
  • Plesk, cPanel, WHMCS, WordPress, Laravel ან სხვა აპლიკაციის პრობლემების მოგვარება
  • Malware გაწმენდა, Performance Tuning და DevOps სამუშაოები
  • მომხმარებლის შეცდომით დაზიანებული კონფიგურაციის უფასო აღდგენა

მარტივად რომ ვთქვათ: SERVER1.GE გაწვდით სერვერს და ინფრასტრუქტურას; თქვენ მართავთ ოპერაციულ სისტემას, უსაფრთხოებას, აპლიკაციებს და მონაცემებს.

როდის უნდა აირჩიოთ Unmanaged Dedicated სერვერი?

Unmanaged Dedicated სერვერი კარგი არჩევანია მაშინ, როცა გჭირდებათ სრული კონტროლი და გაქვთ ტექნიკური გუნდი, რომელიც სერვერს დამოუკიდებლად მართავს.

DevOps გუნდი გყავთ

თუ კომპანიაში გყავთ ადმინისტრატორი ან DevOps სპეციალისტი, Unmanaged მოდელი გაძლევთ თავისუფლებას და ამცირებს ყოველთვიურ ხარჯს.

Custom Stack გჭირდებათ

როცა სტანდარტული ჰოსტინგი ან Managed გარემო არ გყოფნით და გჭირდებათ სპეციფიკური OS, Kernel, Network, Database ან Container კონფიგურაცია.

მაღალი დატვირთვის პროექტი გაქვთ

Dedicated სერვერი შესაფერისია მაღალი ტრაფიკის საიტებისთვის, API სერვისებისთვის, ERP/CRM სისტემებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის და მონაცემთა ბაზებისთვის.

Root Access აუცილებელია

თუ გჭირდებათ სრული სისტემური კონტროლი და შეზღუდვების გარეშე მუშაობა, Unmanaged Dedicated სერვერი გაძლევთ მაქსიმალურ თავისუფლებას.

ხარჯის ოპტიმიზაცია გჭირდებათ

Managed მომსახურების გარეშე ფასი დაბალია, რადგან ყოველდღიური ადმინისტრირების, მონიტორინგის, უსაფრთხოების და ოპტიმიზაციის სამუშაოები მომხმარებლის მხარეს რჩება.

სერვერს თავად აკონტროლებთ

Unmanaged მოდელში თქვენ წყვეტ, რა დაინსტალირდეს, როგორ იყოს დაცული სერვერი, როგორ იმუშაოს Backup-მა და როგორ განაწილდეს რესურსი.

Unmanaged vs Managed Dedicated სერვერები

თუ გინდათ დაბალი ფასი და სრული კონტროლი - აირჩიეთ Unmanaged. თუ გინდათ სერვერი ჩვენმა გუნდმა მართოს - აირჩიეთ Managed.

Unmanaged Dedicated

  • სრული Root/Admin წვდომა
  • დაბალი ყოველთვიური ფასი
  • სრული ტექნიკური თავისუფლება
  • სერვერის შიდა მართვა მომხმარებლის მხარეს
  • უსაფრთხოება, Backup და Updates მომხმარებლის პასუხისმგებლობაა
  • საუკეთესოა ტექნიკური გუნდისთვის და DevOps-ისთვის

Managed Dedicated

  • სერვერის მართვა SERVER1.GE გუნდისგან
  • OS Updates და Patch Management
  • Firewall, უსაფრთხოება და მონიტორინგი
  • Backup პოლიტიკის დაგეგმვა და აღდგენის დახმარება
  • Performance Tuning და ტექნიკური რეაგირება
  • საუკეთესოა ბიზნესისთვის, რომელსაც არ ჰყავს ადმინისტრატორი

ოპერაციული სისტემები და მართვის პანელები

შეგიძლიათ აირჩიოთ Linux დისტრიბუციები, და პროფესიონალური მართვის პანელები, რომლებიც ემსახურება ვებ ჰოსტინგს, მონაცემთა ბაზებს, Directory Services-ს, RDP-ს ან აპლიკაციურ კონტეინერიზაციას.

Ubuntu Server

იდეალურია ვებ სერვერის, container workloads და CI/CD პლატფორმებისთვის. უზრუნველყოფს ფართო პაკეტების ბიბლიოთეკას და სწრაფ უსაფრთხოების პატჩებს.

Debian

სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო backend სისტემებისთვის, დაბალი overhead-ით. რეკომენდირებულია fintech, CRM და API სერვისებისთვის.

AlmaLinux / Rocky

Red Hat ეკოსისტემის თავსებადი არჩევანი წარმოებისთვის, სადაც გჭირდებათ enterprise სტაბილურობა, SELinux პოლიტიკები და გრძელვადიანი მხარდაჭერა.

Control Panels

cPanel/WHM, Plesk, DirectAdmin ან custom პანელები. ვმართავთ ლიცენზირებას, რეგულარულ განახლებებს, Web Application Firewall-ს და მოდულების ოპტიმიზაციას.

კონტეინერები და ავტომატიზაცია

Docker, Kubernetes (single-tenant bare metal), IaC best-practice. თუნდაც კონტეინერი არ დაგჭირდეთ, მომავალში მარტივად შეგიძლიათ ამის დანერგვა.

დააყენეთ ნებისმიერი stack-ი წამებში

აირჩიეთ ოპერაციული სისტემა, მართვის პანელი ან წინასწარ კონფიგურირებული აპლიკაცია და წამებში შექმენი ახალი VPS ინსტანცია.

Ubuntu
Debian
Alma
Rocky
Fedora
cPanel
Plesk
Docker
WP
n8n

მომხმარებელთა მიმოხილვები

SERVER1.GE-ის მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ სწრაფ ტექნიკურ მხარდაჭერას, სტაბილურ ინფრასტრუქტურას და სერვისის გამართულობას.

სწრაფი რეაგირება მომხმარებლები აფასებენ მხარდაჭერის ოპერატიულობას
სანდო ინფრასტრუქტურა სტაბილური მუშაობა, სანდო ქსელი და VPS ინფრასტრუქტურა
მარტივი მიგრაცია OS არჩევანი, Dedicated IPv4 და root წვდომა
4.9/5 32 Google reviews
რას აღნიშნავენ კლიენტები?

ხშირად გამოყოფენ სწრაფ მხარდაჭერას, მომსახურების სტაბილურობას და ადამიანურ კომუნიკაციას.

ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?

ბიზნესებისთვის, ონლაინ მაღაზიებისთვის, სააგენტოებისთვის და ყველა პროექტისთვის, ვისაც სჭირდება სანდო ჰოსტინგი.

ნახე Google Business პროფილი

ინფრასტრუქტურული პარტნიორები

OVHCloud Hetzner UGT Cloudforce Vultr AWS Google

ტექნოლოგიური პარტნიორები

Cloudflare OpenStack VMware Plesk cPanel Microsoft

ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი კითხვები Unmanaged Dedicated სერვერებზე, Root Access-ზე, პასუხისმგებლობაზე და დამატებით მენეჯმენტზე.

Unmanaged Dedicated სერვერი არის ფიზიკური Bare Metal სერვერი, რომელიც მთლიანად თქვენ გეკუთვნით ქირავნობის პერიოდში. იღებთ გამოყოფილ CPU-ს, RAM-ს, დისკს, ქსელს და სრულ Root/Admin წვდომას. SERVER1.GE უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას, ხოლო სერვერის შიდა პროგრამული მართვა, უსაფრთხოება და ოპტიმიზაცია მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

დიახ. Unmanaged Dedicated სერვერზე იღებთ სრულ Root/Admin წვდომას. ეს გაძლევთ მაქსიმალურ კონტროლს სერვერზე, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ ოპერაციული სისტემის, Firewall-ის, განახლებების, Backup-ის, უსაფრთხოების, პანელების და აპლიკაციების მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა.

ეს მოდელი საუკეთესოა ტექნიკური გუნდისთვის, DevOps სპეციალისტებისთვის, დეველოპერებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის, მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის, თამაშების სერვერებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი ადმინისტრატორი ჰყავთ. თუ არ გყავთ ტექნიკური გუნდი, უკეთესი არჩევანია Managed Dedicated სერვერი.

Unmanaged Dedicated სერვერზე იღებთ ფიზიკურ სერვერს და სრულ Root/Admin წვდომას, მაგრამ სისტემის მართვა თქვენზეა. Managed Dedicated სერვერზე კი SERVER1.GE-ს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას OS-ის განახლებებზე, უსაფრთხოებაზე, მონიტორინგზე, Backup-ზე, ოპტიმიზაციასა და ტექნიკურ რეაგირებაზე. Unmanaged არის იაფი და თავისუფალი; Managed არის კომფორტული და ნაკლებად რისკიანი ბიზნესისთვის.

Unmanaged სერვერში პროგრამული პრობლემების მოგვარება სტანდარტულად არ შედის. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთჯერადი ფასიანი დახმარება ან ყოველთვიური Managed მომსახურების დამატება. ეს შეიძლება მოიცავდეს OS Recovery-ს, Firewall-ის გამართვას, Malware შემოწმებას, Backup-ის აღდგენას, Plesk/cPanel პრობლემების მოგვარებას ან სერვერის ოპტიმიზაციას.

სტანდარტულ Unmanaged Dedicated სერვერში Backup-ის დაყენება, მართვა და აღდგენის ტესტირება არ შედის. მომხმარებელმა თავად უნდა იზრუნოს Backup სტრატეგიაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი Backup სერვისის ან Managed Backup კონფიგურაციის შეკვეთა.

დიახ. Root/Admin წვდომის წყალობით შეგიძლიათ დააყენოთ Plesk, cPanel, DirectAdmin, Docker, Kubernetes Tools, Nginx, Apache, MariaDB, PostgreSQL, Redis, Node.js, Python ან სხვა საჭირო პროგრამული გარემო. ლიცენზიები, კონფიგურაცია და შემდგომი მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, თუ ცალკე Managed მომსახურება არ არის დამატებული.

თუ პრობლემა ფიზიკურ სერვერს, დისკს, RAM-ს, ქსელს ან ინფრასტრუქტურას უკავშირდება, SERVER1.GE ამოწმებს და რეაგირებს შესაბამისი წესით. თუ პრობლემა გამოწვეულია ოპერაციული სისტემით, მომხმარებლის კონფიგურაციით, აპლიკაციით ან უსაფრთხოების არასწორი პარამეტრებით, ეს Unmanaged მომსახურებაში არ შედის.

დიახ. Unmanaged სერვერზე შესაძლებელია Managed მომსახურების დამატება. ასეთ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ვამოწმებთ სერვერის მიმდინარე მდგომარეობას, უსაფრთხოების დონეს, Backup პოლიტიკას, სერვისების კონფიგურაციას და შემდეგ განვსაზღვრავთ მენეჯმენტის სამუშაოების მოცულობას.

დიახ. Unmanaged Dedicated სერვერი იაფია, რადგან ფასში არ შედის ყოველდღიური ადმინისტრირება, პროაქტიული მონიტორინგი, უსაფრთხოების მართვა, Backup-ის კონტროლი და ოპტიმიზაცია. დაბალი ფასი მიიღწევა იმით, რომ სისტემური პასუხისმგებლობა მომხმარებლის მხარეს გადადის.