ვებ ჰოსტინგი არის გაზიარებული გარემო, სადაც რამდენიმე საიტი იყოფს ერთსა და იმავე რესურსებს. Unmanaged VPS გაძლევს იზოლირებულ CPU-ს, RAM-ს, SSD სივრცეს და სრულ root/SSH წვდომას, რათა თავად დააყენო საჭირო OS, პანელები, უსაფრთხოების წესები და აპლიკაციები.
Unmanaged VPS ჰოსტინგი
Unmanaged VPS ჰოსტინგი - თვითმართვადი ვირტუალური სერვერი სრული root/SSH წვდომით, იზოლირებული CPU/RAM რესურსებით, SSD საცავით და დაბალი თვიური ფასით. იდეალურია დეველოპერებისთვის, სააგენტოებისთვის და DevOps გუნდებისთვის, რომლებსაც სერვერის მართვა თავად სურთ.
- სრული root/SSH წვდომა და ოპერაციული სისტემის არჩევანი
- SSD საცავი, Dedicated IPv4 და დაბალი ფასი მენეჯმენტის გარეშე
თუ გჭირდება დაბალი ფასი და სრული კონტროლი, აირჩიე Unmanaged VPS. თუ სერვერის ადმინისტრირება SERVER1-ის გუნდს უნდა მიანდო, გადადი Managed VPS-ზე.
Unmanaged VPS მოკლედ
Unmanaged VPS არის თვითმართვადი ვირტუალური სერვერი სრული root/SSH წვდომით. მომხმარებელი თვითონ მართავს OS-ს, security-ს, updates-ს და software stack-ს.
ვისთვის არის ეს სერვისი?
ბიზნესებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი, კონტროლი ან მენეჯმენტი სჭირდებათ.
რას იღებს მომხმარებელი?
იზოლირებულ რესურსს, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ მოქნილობას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას.
როგორ ავირჩიოთ?
შეაფასეთ დატვირთვა, CPU/RAM, storage, backup, ლოკაცია და მართვის დონე.
აირჩიე მდებარეობა და კონფიგურაცია
აირჩიე ქართული Unmanaged VPS კონფიგურაცია იზოლირებული რესურსებით და სრული root წვდომით
მეტი კონტროლი, ნაკლები ფასი
Unmanaged VPS გაძლევს იზოლირებულ სერვერულ რესურსებს, სრულ root წვდომას და თავისუფლებას თავად მართო OS, პანელები, აპლიკაციები, firewall წესები და DevOps stack-ი - მენეჯმენტის დამატებითი ღირებულების გარეშე.
ინფრასტრუქტურა
- იზოლირებული CPU / RAM / SSD
- SSD საცავი ყველა VPS-ზე
- რესურსების გაზრდა საჭიროების მიხედვით
პროგ. უზრუნველყოფა
- Ubuntu, Debian, AlmaLinux, Rocky
- სრული root/SSH წვდომა
- Plesk, cPanel და Apps სურვილისამებრ
ქსელი & IP
- უწყვეტი ტრეფიკი
- Dedicated IPv4
- IPv6 მხარდაჭერა
სერვისი
- ინფრასტრუქტურის მონიტორინგი
- ქსელის დონეზე დაცვა
- 99.5% Uptime და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
სურვილისამებრ Backup გადაწყვეტილებები
Unmanaged VPS-ში სერვერის შიდა მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა მონაცემების დამატებითი დაცვისთვის შეგიძლიათ ჩართოთ ავტომატური ბექაფი ან გარე საცავი.
ავტომატური ბექაფი მოთხოვნის მიხედვით
ყოველდღიური სარეზერვო ასლები შესაძლებელია დამატებითი სერვისად - თქვენი პროექტის კრიტიკულობის მიხედვით.
გარე საცავი (External Storage)
განცალკევებული fault-tolerant საცავი. 50 GB / 100 GB / 200 GB / 500 GB.
ოპერაციული სისტემები და მართვის პანელები
Unmanaged VPS-ზე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების ფართო არჩევანი. აირჩიე stack-ი, რომელიც ემთხვევა თქვენ DevOps და ბიზნეს საჭიროებებს.
Linux / UNIX დისტრიბუტივები
უფასო და ღია კოდით: სტაბილური, უსაფრთხო და მოქნილი პლატფორმა ნებისმიერი დატვირთვისთვის.
- Ubuntu 22.04, 24.04, 24.10, 25.04
- Debian 11, 12, 13
- AlmaLinux 8, 9, 10
- Rocky Linux 8, 9, 10
- Fedora - ბოლო სტაბილური ვერსიები
მართვის პანელები და Apps
დააყენე პანელები და Apps საჭიროების მიხედვით - Web ჰოსტინგი, reseller ინფრასტრუქტურა და DevOps stack-ები ერთ სერვერზე.
- cPanel - პოპულარული ჰოსტინგ პანელი
- Plesk - სისტემური ადმინების ფავორიტი
- Docker - კონტეინერიზაცია და იზოლაცია
- WordPress, Laravel, PrestaShop, n8n, GitLab და სხვა აპლიკაციები
დააყენე ნებისმიერი stack-ი წამებში
აირჩიე ოპერაციული სისტემა, მართვის პანელი ან წინასწარ კონფიგურირებული აპლიკაცია და წამებში შექმენი ახალი VPS ინსტანცია.
ინფრასტრუქტურული პარტნიორები
ტექნოლოგიური პარტნიორები
ხშირად დასმული კითხვები
შევკრიბეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები Unmanaged VPS-ზე: რა შედის, რა არ შედის, ვის უხდება, როგორ მუშაობს root წვდომა, ბექაფი, ბილინგი და მხარდაჭერის საზღვრები.
„Unmanaged“ ნიშნავს, რომ SERVER1 უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას: სერვერის რესურსებს, ქსელს, ვირტუალიზაციას, IP მისამართს და ხელმისაწვდომობას. ოპერაციული სისტემის შიდა ადმინისტრირება, უსაფრთხოების კონფიგურაცია, პაკეტების განახლება და აპლიკაციების მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
პაკეტში შედის იზოლირებული vCPU/RAM/SSD რესურსები, Dedicated IPv4, OS-ის არჩევანი, root/SSH წვდომა, ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ქსელის დონეზე მხარდაჭერა. პანელები, ბექაფი და ადმინისტრირება შეიძლება დაემატოს საჭიროების მიხედვით.
სტანდარტულად არ შედის სერვერის შიდა მენეჯმენტი, PHP/MySQL/Nginx/Apache კონფიგურაცია, malware წმენდა, WordPress ან სხვა CMS-ის პრობლემების გასწორება, ელფოსტის შიდა კონფიგურაცია, აპლიკაციის debugging და რეგულარული OS განახლებების შესრულება. ასეთი სამუშაოები შესაძლებელია Managed სერვისით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.
Unmanaged VPS საუკეთესოა დეველოპერებისთვის, DevOps გუნდებისთვის, სააგენტოებისთვის, reseller-ებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ტექნიკური ადამიანი ან სურთ სერვერზე სრული კონტროლი დაბალ ფასად.
დიახ. შეგიძლია დააყენო Plesk, cPanel, Docker, Nginx, Apache, Redis, Node.js, Python, OpenLiteSpeed, n8n და სხვა stack-ები. ლიცენზიები და პროგრამული უზრუნველყოფის შიდა კონფიგურაცია არ შედის საბაზისო ფასში.
Unmanaged VPS-ის საბაზისო ფასში უფასო სრული მიგრაცია არ შედის. თუ გჭირდება ფაილების, ბაზების, ელფოსტის ან DNS-ის გადმოტანა, SERVER1-ს შეუძლია მიგრაციის მომსახურება დამატებითი შეთანხმებით ან შეგიძლია აირჩიო Unmanaged VPS.
SERVER1 იცავს ინფრასტრუქტურულ დონეს - ქსელს, ვირტუალიზაციის გარემოს და პლატფორმის ხელმისაწვდომობას. VPS-ის შიგნით firewall წესები, SSH hardening, user permissions, updates, application security და malware რისკები მომხმარებლის ან მისი ადმინისტრატორის პასუხისმგებლობაა.
ბექაფი შესაძლებელია სურვილისამებრ. კრიტიკული პროექტებისთვის რეკომენდებულია ავტომატური სარეზერვო ასლები, გარე საცავი ან ცალკე backup პოლიტიკა. Unmanaged მოდელში მომხმარებელმა თავად უნდა აკონტროლოს, რომ ბექაფი რეალურად მუშაობდეს და აღდგენის პროცედურა შემოწმებული იყოს.
ინფრასტრუქტურულ დონეზე მოქმედებს 99.5% Uptime მიდგომა. ეს ეხება SERVER1-ის პლატფორმას და ქსელურ ხელმისაწვდომობას, მაგრამ არ ფარავს მომხმარებლის მიერ VPS-ის შიგნით არასწორ კონფიგურაციას, აპლიკაციის შეცდომებს ან resource overload-ს.
შეგიძლია გადაიხადო თვიურად, 1 წლით ან 2 წლით. წლიური გადახდისას მოქმედებს 10% დანაზოგი, ხოლო 2 წლიანი ციკლისას - 15% დანაზოგი.
დიახ. თუ მოგვიანებით დაგჭირდება სერვერის ადმინისტრირების გადაცემა SERVER1-ის გუნდზე, შეგიძლია გადახვიდე Managed VPS-ზე ან უფრო დიდ ინფრასტრუქტურაზე - Managed Dedicated სერვერზე ან Unmanaged Dedicated სერვერზე.
გჭირდებათ მეტი სიმძლავრე და 100% იზოლაცია?
გადადით Dedicated / Managed Dedicated სერვერებზე. მიიღეთ ფიზიკური აპარატურის სრული რესურსი, ინდივიდუალური ქსელური პორტი და პრემიუმ მხარდაჭერა კორპორატიული პროექტებისთვის.
- ფიზიკური CPU და RAM
- მორგებული RAID კონფიგურაცია
- პრიორიტეტული 24/7 მხარდაჭერა