სერვერები სრული მენეჯმენტით

გამოყოფილი სერვერები სრული მენეჯმენტით - SERVER1.GE გთავაზობთ სრულად მართულ Bare Metal სერვერებს, სადაც ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, მონიტორინგი და ოპერაციული განახლებები სრულად იმართება ჩვენი DevOps გუნდისგან.

  • მაღალი ხელმისაწვდომობა და მრავალი მდებარეობა
  • უფასო მიგრაცია SERVER1 ინფრასტრუქტურაზე

დაიწყე მარტივი ვებ ჰოსტინგით საქართველოში ან ევროპაში, შემდეგ გადადი Managed Dedicated სერვერზე.

უფასო მიგრაცია - უსაფრთხო გადმოტანა Plesk/CPanel-ზე. ბაზები, ფაილები, ელფოსტა - მინიმალური Downtime-ით.
ქართული სერვერები + ევროპული ინფრასტრუქტურა
საქართველო + 34 დატაცენტრი - ერთი ეკოსისტემა
NVMe SSD & მაღალი სიხშირის CPU
მართული უსაფრთხოება, Firewall, Backup

Managed Dedicated სერვერი მოკლედ

Managed Dedicated არის ფიზიკური Bare Metal სერვერი, რომლის ადმინისტრირებას, უსაფრთხოებას, მონიტორინგს და მხარდაჭერას SERVER1.GE უზრუნველყოფს.

ვისთვის არის ეს სერვისი?

ბიზნესებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი, კონტროლი ან მენეჯმენტი სჭირდებათ.

რას იღებს მომხმარებელი?

იზოლირებულ რესურსს, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ მოქნილობას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას.

როგორ ავირჩიოთ?

შეაფასეთ დატვირთვა, CPU/RAM, storage, backup, ლოკაცია და მართვის დონე.

ყველა ვარიანტი, შედარება, მიგრაცია.

აირჩიე მდებარეობა და კონფიგურაცია

გლობალური დაფარვა დაბალი ლატენტურობისთვის. აირჩიე სასურველი ქვეყანა

პროდუქტი
CPU
RAM
სივრცე
ტრეფიკი
ფასი
Managed GE-SERV-1 თბილისი, საქართველო
Intel Xeon Gold 1 x 12 Core, 2.7 GHz
32GB DDR4 ECC
2 x 1 TB SATA SSD Software Raid Controller S100i
1 Gbit/s ულიმიტო
₾999.00/თვე
Managed GE-SERV-3 თბილისი, საქართველო
Intel Xeon Gold 1 x 12 Core, 2.7 GHz
64GB DDR4 ECC
2 x 480 GB M.2 NVMe
2 x 1 TB SATA SSD Software Raid Controller S100i
1 Gbit/s ულიმიტო
1284.00/თვე

რას მოიცავს Managed Business პაკეტი?

Managed Business პაკეტი მოიცავს Dedicated Server-ის ინფრასტრუქტურულ მართვას, უსაფრთხოების საბაზისო გამართვას, მონიტორინგს, სისტემურ განახლებებს, backup პროცესის კონფიგურაციას და სერვერის დონეზე ტექნიკურ მხარდაჭერას.

პაკეტში შედის

  • სერვერის საწყისი კონფიგურაცია და სამუშაო გარემოს მომზადება
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და ძირითადი პაკეტების განახლება
  • Hostname, timezone და საბაზისო სერვერული პარამეტრების გამართვა
  • Firewall rules და საბაზისო უსაფრთხოების პოლიტიკის დაყენება
  • SSH hardening, brute-force protection და root access policy
  • Apache ან Nginx ვებ სერვერის საბაზისო კონფიგურაცია
  • PHP-FPM, MariaDB/MySQL და Redis-ის საბაზისო გამართვა
  • CPU, RAM, Disk, Load, Ping, HTTP/HTTPS და SSL ვადის მონიტორინგი
  • ოპერაციული სისტემისა და security packages-ის რეგლამენტირებული განახლებები
  • Backup პროცესის კონფიგურაცია შეთანხმებულ storage-ზე
  • SSL სერტიფიკატის დაყენებაში ან განახლებაში დახმარება
  • DNS ჩანაწერების საბაზისო კონფიგურაციაში დახმარება
  • საწყისი onboarding და სტანდარტული მიგრაციის მხარდაჭერა
  • სერვერის რესურსების, ლოგების და ძირითადი სერვისების შემოწმება პრობლემის დროს
  • Ticket-based მხარდაჭერა სერვერის ინფრასტრუქტურულ საკითხებზე

მნიშვნელოვანი პირობები

  • Managed Business ფარავს სერვერის ინფრასტრუქტურულ მხარეს
  • აპლიკაციის კოდის შეცდომების გასწორება არ შედის სტანდარტულ პაკეტში
  • WordPress, Laravel, PHP ან plugin bug fixing არ შედის სტანდარტულ პაკეტში
  • Malware cleanup და გატეხილი საიტის აღდგენა არ შედის სტანდარტულ პაკეტში
  • Custom development და ახალი ფუნქციონალის დამატება არ შედის პაკეტში
  • High Availability, cluster, replication და load balancer არქიტექტურა ინდივიდუალურად ფასდება
  • Backup storage, retention period და backup frequency განისაზღვრება პროექტის საჭიროების მიხედვით
  • Plesk, cPanel, Imunify360 და სხვა ლიცენზიები ფასდება ცალკე
  • დიდი მოცულობის მიგრაცია ან მრავალი საიტის გადმოტანა ინდივიდუალურად ფასდება
  • Emergency development ან ღრმა app-level troubleshooting ცალკე შეთანხმებით სრულდება

Managed Dedicated სერვერის უპირატესობები

SERVER1.GE გთავაზობთ სრულად მართულ Bare Metal სერვერებს, სადაც ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებას, მონიტორინგს და ოპერაციული განახლებებს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი DevOps გუნდი.

24/7 მონიტორინგი

სერვერები მუდმივად სიღრმისეულ მონიტორინგზეა: რესურსები, დისკი, ქსელი, აპლიკაციური ლოგები. მიღებული სიგნალები ავტომატურად მიეწოდება DevOps გუნდს, რათა რეაგირება იყოს პროაქტიული.

სისტემის განახლებები

პატჩ-მენეჯმენტი, Kernel/OS განახლებები, უსაფრთხოების ფიქსები და სერვისების Rolling upgrade-ები სრულდება რეგლამენტირებული ფანჯრებით და ბექაფით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ downtime-ის რისკი.

უსაფრთხოება

MFA, Firewall, Anti-DDoS, IDS/IPS ინტეგრაცია და რეგულარული უსაფრთხოების სკანირება. მიღწეულია ბალანსი კომფორტს და დაცვას შორის, რათა მომხმარებლები სწრაფად მუშაობდეს უსაფრთხო გარემოში.

ბექაფები

RPO/RTO, დადასტურებული აღდგენის ტესტები და გეო-რედუნდანტული საცავებით. ბექაფის გეგმები მოერგება თქვენი აპლიკაციის SLA-სა და შესაბამისობის მოთხოვნებს.

Single point of contact

მხარდაჭერის გუნდი სრულად მართავს კოორდინაციას -აღარ იკარგებით სხვადასხვა პროვაიდერის SLA-ში. ერთიანი მხარდაჭერა, ერთიანი პასუხისმგებლობა, ერთი კონტაქტი.

Performance ტიუნინგი

DB ინდექსები, ვებ სერვერის კონფიგები, PHP/Node ტიუნინგი, cache-strategy - ყველაფერი მართულია თქვენი workload-ის ტიპის მიხედვით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს throughput და შემცირდეს latency.

მჭიდრო ობსერვაბილიტი

Metrics, traces და ლოგები ერთიან პლატფორმაზე, ალერტების SLA-თ. ბიზნესი იღებს მკაფიო რეპორტებს რესურსების გამოყენებაზე, რისკებზე და ოპტიმიზაციის რეკომენდაციებზე.

პარტნიორული მიდგომა

დაგეგმილი კვარტალური მიმოხილვები, არქიტექტურული სესიები და უსაფრთხოების რევიუ. Managed Dedicated სერვერი გადაიქცევა თქვენს IT დეპარტამენტის გაგრძელებად.

უსაფრთხოება, მონიტორინგი და SLA

Managed Dedicated სერვერი განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა მასშტაბი და უსაფრთხოება არის კრიტიკული.



Managed Dedicated სერვერის ბირთვი არის უწყვეტი დაკვირვებაზე დაფუძნებული: metrics, traces და ლოგები ცენტრალურად გროვდება, ხოლო ავტომატური ალერტები მიბმულია ოპერაციულ ჯგუფზე. ინციდენტზე რეაგირების გეგმები წინასწარ შეთანხმებულია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი.


უსაფრთხოების ფენა მოიცავს მინიმალური უფლებების პრინციპს, MFA, ბასტიონ-ჰოსტს, ქსელურ სეგმენტაციას და WAF/IDS/IPS მოდულებს. მონაცემთა ბექაფი ხდება შეთანხმებული RPO/RTO-ს მიხედვით, აღდგენის ტესტირება რეგულარულად ტარდება.


SLA 99.9% ნიშნავს მაქსიმუმ 43.2 წუთი თვეში დაუგეგმავ downtime-ს. ჩვენ ვზომავთ SLA-ს, სადაც ჩანს რეაგირების დრო, ჩართულობის მოცულობა და შესრულებული ოპტიმიზაციები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაფართოებული SLA ან Dedicated ინჟინრის ჩართულობა.

ოპერაციული სისტემები და მართვის პანელები

შეგიძლიათ აირჩიოთ Linux დისტრიბუციები, და პროფესიონალური მართვის პანელები, რომლებიც ემსახურება ვებ ჰოსტინგს, მონაცემთა ბაზებს, Directory Services-ს, RDP-ს ან აპლიკაციურ კონტეინერიზაციას.

Ubuntu Server

იდეალურია ვებ სერვერის, container workloads და CI/CD პლატფორმებისთვის. უზრუნველყოფს ფართო პაკეტების ბიბლიოთეკას და სწრაფ უსაფრთხოების პატჩებს.

Debian

სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო backend სისტემებისთვის, დაბალი overhead-ით. რეკომენდირებულია fintech, CRM და API სერვისებისთვის.

AlmaLinux / Rocky

Red Hat ეკოსისტემის თავსებადი არჩევანი წარმოებისთვის, სადაც გჭირდებათ enterprise სტაბილურობა, SELinux პოლიტიკები და გრძელვადიანი მხარდაჭერა.

Control Panels

cPanel/WHM, Plesk, DirectAdmin ან custom პანელები. ვმართავთ ლიცენზირებას, რეგულარულ განახლებებს, Web Application Firewall-ს და მოდულების ოპტიმიზაციას.

კონტეინერები და ავტომატიზაცია

Docker, Kubernetes (single-tenant bare metal), IaC best-practice. თუნდაც კონტეინერი არ დაგჭირდეთ, მომავალში მარტივად შეგიძლიათ ამის დანერგვა.

დააყენე ნებისმიერი stack-ი წამებში

აირჩიე ოპერაციული სისტემა, მართვის პანელი ან წინასწარ კონფიგურირებული აპლიკაცია და წამებში შექმენი ახალი VPS ინსტანცია.

Ubuntu
Debian
Alma
Rocky
Fedora
cPanel
Plesk
Docker
WP
n8n

მიგრაცია და on-boarding

როგორ გადაგვაქვს არსებული სისტემა Managed Dedicated სერვერზე?



Managed Dedicated სერვერზე მიგრაცია ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ ფაილების და ბაზების გადატანას, არამედ არქიტექტურის შეფასებას, შესრულების ბალანსირებას და უსაფრთხოების შეცვლას. SERVER1.GE ქმნის on-boarding გეგმას: ინვენტარიზაცია, კომპონენტების მიგრაციის რიგითობა, rollback სცენარები და ტესტირების სია.


დავიწყებთ ინვენტარიზაციით: აპლიკაციები, DB, ციკლები, Cron job-ები, გარე ინტეგრაციები. შემდეგ ვქმნით ტესტურ გარემოს, სადაც ვამოწმებთ პროგნოზირებულ დატვირთვას. საბოლოოდ, Cutover ფანჯარა შეთანხმებული SLA-ს მიხედვით ტარდება, მინიმალური downtime-ით.


თუ მიგრაცია კეთდება VPS ან cloud გარემოდან, მოგცემთ დეტალურ შედარებას და მოვამზადებთ ჰარდენინგის გეგმას. იმ შემთხვევაში, თუ დიდი მონაცემთა ბაზა გჭირდებათ, შეგვიძლია წინასწარ გავაკეთოთ replica და ჩავრთოთ read/write გადართვა, რათა მიგრაციისას არ დაიკარგოს მონაცემი.

Migration

ინფრასტრუქტურული პარტნიორები

OVHCloud Hetzner UGT Cloudforce Vultr AWS Google

ტექნოლოგიური პარტნიორები

Cloudflare OpenStack VMware Plesk cPanel Microsoft

მომხმარებელთა მიმოხილვები

SERVER1.GE-ის მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ სწრაფ ტექნიკურ მხარდაჭერას, სტაბილურ ინფრასტრუქტურას და სერვისის გამართულობას.

სწრაფი რეაგირება მომხმარებლები აფასებენ მხარდაჭერის ოპერატიულობას
სანდო ინფრასტრუქტურა სტაბილური მუშაობა, სანდო ქსელი და VPS ინფრასტრუქტურა
მარტივი მიგრაცია OS არჩევანი, Dedicated IPv4 და root წვდომა
4.9/5 32 Google reviews
რას აღნიშნავენ კლიენტები?

ხშირად გამოყოფენ სწრაფ მხარდაჭერას, მომსახურების სტაბილურობას და ადამიანურ კომუნიკაციას.

ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?

ბიზნესებისთვის, ონლაინ მაღაზიებისთვის, სააგენტოებისთვის და ყველა პროექტისთვის, ვისაც სჭირდება სანდო ჰოსტინგი.

ნახე Google Business პროფილი

ხშირად დასმული კითხვები

შევკრიბეთ ყველაზე პოპულარული კითხვები ჰოსტინგზე, Managed Dedicated სერვერზე, უსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე, ბილინგსა და SLA-ზე.

Managed Dedicated სერვერი ნიშნავს, რომ ფიზიკურ სერვერს იღებთ სრული მართვით: OS დაყენება, უსაფრთხოების ჰარდენინგი, მონიტორინგი და ბექაფი სრულდება ჩვენი გუნდის მიერ. განსხვავებით unmanaged ან VPS-გან, აქ გექნებათ ფიზიკური რესურსები. სერვერის გაქირავება ხდება SLA 99.9%-ით და წინასწარ განსაზღვრული RPO/RTO-ით.

Fintech, ბანკინგი, ecommerce, SaaS, მედია, გეიმინგი და სახელმწიფო პროექტები, სადაც საჭიროა მაღალი ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და პროგნოზირებადი შესრულება. Managed Dedicated სერვერი ბიზნესისთვის აქრობს საკუთარი DevOps რესურსის საჭიროებას და ამცირებს downtime-ის რისკს. როცა თქვენს ვებ ვიტრინას ან აპლიკაციას ტრეფიკის პიკები აქვს, Bare Metal სტაბილურობა და მართული მხარდაჭერა კრიტიკულია.

ჩვენი გუნდი მართავს OS ინსტალაციას, პატჩ-მენეჯმენტს, უსაფრთხოების პროფილებს, ბექაფს, მონიტორინგს და ინციდენტებზე რეაგირებას. კლიენტზე რჩება აპლიკაციური ლოგიკა და ბიზნეს კონფიგი, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ App-level მხარდაჭერაც. ასეთი განაწილება მოგცემთ მოქნილობას და უსაფრთხოების ერთიან სტანდარტს Managed სერვერის გამოყენებისას.

დიახ, შესაძლებელია App-level მხარდაჭერა შეთანხმებული ჩარჩოებით. DB ტიუნინგი, CRM/ERP მოდულების განახლება, Ecommerce cache/CDN პოლიტიკა - ყველაფერი შეთანხმდება ოპერაციულ გეგმა-დოკუმენტში. ასე Managed სერვერის გაქირავება მოიცავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ აპლიკაციურ ოპტიმიზაციასაც.

სერვერის შეძენა მოითხოვს კაპიტალურ ხარჯს, hardware refresh ციკლს და საკუთარი DevOps გუნდს. Managed Dedicated სერვერის ქირაობა ზოგავს ოპერაციულ ხარჯში და გაწვდით SLA 99.9%-ს, ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას და პროგნოზირებადობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა გსურთ სწრაფად გაფართოება ან სხვადასხვა ლოკაციებში Bare Metal რესურსი.

დავიწყებთ ინვენტარიზაციით და ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის შეფასებით, შემდეგ შევქმნით ტესტურ გარემოს და ბექაფ გეგმას. Cutover ტარდება შეთანხმებულ ფანჯარაში მინიმალური downtime-ით, ხოლო გუნდი მონიტორინგს ახორციელებს მიგრაციის შემდეგაც. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ჩავსვათ replica, load balancer ან CDN, რათა ტრეფიკის გადართვა იყოს გლუვი.

სტანდარტული SLA 99.9%-ია, რაც თვეში მაქსიმუმ 43.2 წუთ downtime-ს გულისხმობს. SLA მოიცავს რეაგირების დროის მეტრიკასაც, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაფართოებული SLA. ყველა მაჩვენებელი მონიტორინგდება და რეპორტირებულია, რათა მომსახურება იყოს გამჭვირვალე.

Managed VPS პაკეტებზე მოქმედებს 99.9% Uptime SLA. ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა დაპროექტებულია მაღალი ხელმისაწვდომობის პრინციპით, ხოლო პრობლემებზე რეაგირება ხდება მოკლე დროში.

ვიყენებთ გეგმებს RPO/RTO მიზნებით, სრული და ინკრემენტული ბექაფებით, ასევე გეო-რედუნდანტული საცავებით. აღდგენის პროცესი ტესტირდება რეგულარულად, რათა დარწმუნდეთ, რომ მონაცემები ხელმისაწვდომია ავარიის შემთხვევაში. ეს უზრუნველყოფს, რომ Bare Metal სერვერები იყოს დაცული და პროგნოზირებადი.

ხელმისაწვდომია Ubuntu, Debian, AlmaLinux, Rocky Linux. ხოლო პანელებიდან - cPanel/WHM, Plesk, DirectAdmin ან Custom გადაწყვეტილებები. ყველა სისტემა ჰარდენდება და რეგულარულად განახლდება ჩვენს მიერ. არჩევანი ხდება თქვენი აპლიკაციის მოთხოვნებიდან და შესაბამისობის პოლიტიკიდან გამომდინარე.

ბევრ კონფიგურაციაზე შესაძლებელია ვერტიკალური მასშტაბირება შეჩერების მინიმალური დროით. დამატებით შეგვიძლია დაგიმატოთ შენახვის დისკები, NVMe SSD ან HDD/SAS, RAID პროფილების შეცვლით. საჭიროების შემთხვევაში ვთავაზობთ ჰორიზონტალურ მასშტაბირებასაც Load Balancer-ის და replica სერვერების გამოყენებით.

მინიმალური უფლებები, MFA, ბასტიონ-ჰოსტი, ქსელური სეგმენტაცია, WAF, IDS/IPS და DDoS შემსუბუქება. Patch Management რეგულარულად ხორციელდება, vulnerability სკანერი აფიქსირებს სისუსტეებს, ხოლო ლოგები ცენტრალიზებულია. ასეთი მიდგომა მართული Bare Metal სერვერის უსაფრთხოებას ზრდის.

ძირითადი მოდელი გულისხმობს თანამშრომლურ წვდომას: Root/Admin არის დაცული, მაგრამ შესაძლებელია წვდომის გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით. ჩვენ ვმართავთ audit trail-ს და MFA-ს, რათა წვდომა იყოს კონტროლირებული. აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მოვაწყოთ role-based account-ები.

Cloud მოქნილია, მაგრამ ხშირად ფასები და ტუნინგი რთულია. Managed Dedicated გაძლევთ ფიზიკურ რესურსს noise-free გარემოში, პროგნოზირებად ხარჯს და ოპერაციულ გუნდს. თუ გჭირდებათ ჰიბრიდული მოდელი, შეგვიძლია ინტეგრაცია გარე cloud-თანაც.

ვერტიკალური მასშტაბირება შესაძლებელია ძლიერი CPU/RAM-ით, ხოლო ჰორიზონტალური - ახალი სერვერების დამატებით და Load Balancer-ით. ასევე შეგვიძლია ჰიბრიდული მოდელი unmanaged სერვერებთან ან cloud რესურსებთან. მთავარი სარგებელი ის არის, რომ ოპერაციული გუნდი დაგეხმარებათ სწორი არქიტექტურის შექმნაში.

რა არის მინიმალური ვადა სერვერის ქირაობისას და როგორ ხდება გადახდა?

Managed Dedicated ნიშნავს სიჩქარე, უსაფრთხოება და 24/7 მართვა ერთ პაკეტში. აირჩიე მრავალი ადგილმდებარეობიდან სასურველი, მიიღეთ SLA, პარტნიორული მიდგომა და ოპერაციული გუნდი, რომელიც რეალურად იცნობს ინდუსტრიას.