ვებ ჰოსტინგი არის გაზიარებული გარემო, სადაც რამდენიმე საიტი იყოფს ერთსა და იმავე რესურსებს. Managed VPS უზრუნველყოფს იზოლირებულ CPU, RAM და დისკს კონკრეტულად თქვენი პროექტისთვის. გარდა ამისა, Managed VPS-ზე შეგიძლია საკუთარი stack-ი, firewall წესები და აპლიკაციები.
Managed VPS ჰოსტინგი
Virtual Private Servers (VPS) - მარტივი, მაგრამ ძლიერ ფუნქციური cloud პლატფორმა, მორგებული თქვენი პროექტების ამოცანებზე. მეტი რესურსი ოპტიმალურ ფასში, მართული უსაფრთხოება, სარეზერვო ასლები და ულიმიტო ტრეფიკი.
- SSD საცავი და მაღალი სიხშირის CPU
- უფასო მიგრაცია SERVER1 ინფრასტრუქტურაზე
დაიწყე მარტივი ვებ ჰოსტინგით საქართველოში ან ევროპაში, შემდეგ გადადი Managed VPS-ზე.
Managed VPS მოკლედ
Managed VPS არის მართული ვირტუალური სერვერი, სადაც SERVER1.GE გეხმარებათ ადმინისტრირებაში, უსაფრთხოებაში, მონიტორინგში და ტექნიკურ მხარდაჭერაში.
ვისთვის არის ეს სერვისი?
ბიზნესებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი, კონტროლი ან მენეჯმენტი სჭირდებათ.
რას იღებს მომხმარებელი?
იზოლირებულ რესურსს, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ მოქნილობას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას.
როგორ ავირჩიოთ?
შეაფასეთ დატვირთვა, CPU/RAM, storage, backup, ლოკაცია და მართვის დონე.
აირჩიე მდებარეობა და კონფიგურაცია
გლობალური დაფარვა დაბალი ლატენტურობისთვის. აირჩიე სასურველი ქვეყანა
მეტი რესურსი, მეტი უსაფრთხოება
Managed VPS პაკეტები მოიცავს სრულ ტექნიკურ ეკოსისტემას: აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელი და მომსახურებები, რომ თქვენ გუნდს შეეძლოს ფოკუსი მხოლოდ პროდუქტზე.
ინფრასტრუქტურა
- მძლავრი CPU / RAM / SSD
- ყველა VPS SSD დისკებზე
- ბექაფი
პროგ. უზრუნველყოფა
- Ubuntu, Debian, AlmaLinux, Rocky
- N8N, OpenClaw
- Plesk და cPanel პანელები
ქსელი & IP
- უწყვეტი ტრეფიკი
- Dedicated IPv4
- IPv6 მხარდაჭერა
სერვისი
- მონიტორინგი - CPU, RAM, დისკი
- ქსელის უსაფრთხოება
- Uptime 99.5%, 24/7 მხარდაჭერა
Backup გადაწყვეტილებები
ეფექტური დაცვა ტექნიკური ხარვეზების და ადამიანური შეცდომებისა.
სტანდარტული ავტომატური ბექაფი
ყოველდღიური სარეზერვო ასლები ყველა Managed VPS-ზე 24-საათიანი ისტორიით.
გარე საცავი (External Storage)
განცალკევებული fault-tolerant საცავი. 50 GB / 100 GB / 200 GB / 500 GB.
ოპერაციული სისტემები და მართვის პანელები
Managed VPS-ზე ხელმისაწვდომია 30+ ოპერაციული სისტემა და აპლიკაცია. აირჩიე stack-ი, რომელიც ემთხვევა თქვენ DevOps და ბიზნეს საჭიროებებს.
Linux / UNIX დისტრიბუტივები
უფასო და ღია კოდით: სტაბილური, უსაფრთხო და მოქნილი პლატფორმა ნებისმიერი დატვირთვისთვის.
- Ubuntu 22.04, 24.04, 24.10, 25.04
- Debian 11, 12, 13
- AlmaLinux 8, 9, 10
- Rocky Linux 8, 9, 10
- Fedora - ბოლო სტაბილური ვერსიები
მართვის პანელები და Apps
მართე VPS ინტუიციური პანელებით - Web ჰოსტინგი, reseller ინფრასტრუქტურა და DevOps stack-ები ერთ ეკოსისტემაში.
- cPanel - პოპულარული ჰოსტინგ პანელი
- Plesk - სისტემური ადმინების ფავორიტი
- Docker - კონტეინერიზაცია და იზოლაცია
- WordPress, Laravel, PrestaShop, n8n, GitLab და სხვა აპლიკაციები
დააყენე ნებისმიერი stack-ი წამებში
აირჩიე ოპერაციული სისტემა, მართვის პანელი ან წინასწარ კონფიგურირებული აპლიკაცია და წამებში შექმენი ახალი VPS ინსტანცია.
ინფრასტრუქტურული პარტნიორები
ტექნოლოგიური პარტნიორები
ხშირად დასმული კითხვები
შევკრიბეთ ყველაზე პოპულარული კითხვები ჰოსტინგზე, Managed VPS-ზე, უსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე, ბილინგსა და SLA-ზე.
„Managed“ ნიშნავს, რომ SERVER1-ის გუნდი ზრუნავს ინფრასტრუქტურაზე: მონიტორინგი, უსაფრთხოება, ბექაფები, განახლებები და პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა. თქვენ გჭირდებათ სრული DevOps გუნდი - ყურადღებას ამახვილებ აპლიკაციაზე.
დიახ. Plesk/CPanel ჰოსტინგიდან და სხვა სტანდარტული გარემოდან მიგრაცია Managed VPS-ზე არის სრულად უფასო. გადავიყვანთ ფაილებს, მონაცემთა ბაზებს, ელფოსტას და DNS-ს შეთანხმებულ ფანჯარაში.
ჰოსტინგის და VPS ინფრასტრუქტურა განთავსებულია საქართველოში და ევროპაში, სერტიფიცირებულ დატაცენტრებში. თუ გჭირდება გლობალური reach, შეგიძლია დაუკავშირდეთ მხარდაჭერას.
რესურსების გაზრდა შესაძლებელია ერთი-კლიკით - vCPU, RAM და დისკის მოცულობა იზრდება იმავე VPS-ზე. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო მიგრაცია ან Downtime.
ინფრასტრუქტურა დაცულია Anti-DDoS-ით, firewall-ებით, brute-force დაცვის მექანიზმებით და malware სკანერით. ბექაფები კეთდება ყოველდღიურად, ხოლო Premium Backup ადის 7 დღემდე.
ხელმისაწვდომია Ubuntu, Debian, AlmaLinux, Rocky Linux, Fedora და სხვა OS-ები. მართვისთვის შეუძლია დაინსტალირდეს Plesk, cPanel, Docker-based stack-ები და სხვა აპლიკაციები.
Managed VPS პაკეტებზე მოქმედებს 99.5% Uptime SLA. ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა დაპროექტებულია მაღალი ხელმისაწვდომობის პრინციპით, ხოლო პრობლემებზე რეაგირება ხდება მოკლე დროში.
SERVER1 პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურაზე (სერვერი, OS, პანელი, უსაფრთხოება). აპლიკაციის კოდსა და ლოგიკას მართავს თქვენი გუნდი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გირჩიოთ ოპტიმალური კონფიგურაციები (PHP ვერსიები, cache, DB პარამეტრები და ა.შ.).
დიახ. Plesk ან cPanel გარემოში შეგიძლია მართო ათეულობით საიტი და აპლიკაცია ერთი VPS-იდან. თუ ხარ სააგენტო ან reseller, შეგიძლია გააერთიანო ეს Reseller ჰოსტინგთან და გაყიდო სერვისები თქვენი ბრენდით.
სტანდარტულად Managed VPS ფასდება თვიურად. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი გადახდა 12 (დანაზოგი -10%) ან 24 (დანაზოგი -15%) თვის ვადით ინდივიდუალური პირობებით - ამისთვის საკმარისია სამართავი პანელიდან გადახდის ციკლი.
ინფრასტრუქტურა გაერთიანებულია სარეზერვო მექანიზმებთან და hardware მონიტორინგთან. ბექაფების და გარე საცავის გამოყენების შემთხვევაში, სისტემის აღდგენა შესაძლებელია სწრაფად და მონაცემთა დაკარგვის მინიმალური რისკით.
დიახ. SERVER1-ის გუნდი გაძლევს კონსულტაციას - რა ტიპის VPS, რამდენი რესურსი, რა პანელი და რომელი ლოკაცია იქნება თქვებუ პროექტისთვის ოპტიმალური, მათ შორის Managed Dedicated სერვერებთან და Unmanaged Dedicated სერვერებთან კომბინაციაში.
მხარდაჭერა მუშაობს 24/7 რეჟიმში - ticket სისტემა, ელფოსტა და სასწრაფო შემთხვევებში ტელეფონი. ტექნიკური გუნდი რეაგირებს როგორც ინფრასტრუქტურის ინციდენტებზე, ისე მიგრაციისა და კონფიგურაციის კითხვებზე.
კი. SERVER1-ის არქიტექტურა გაძლევს საშუალებას, რომ გაზარდო რესურსები VPS-იდან Managed გამოყოფილ სერვერამდე ან Unmanaged გამოყოფილ სერვერამდე, მინიმალური Downtime-ით და მაქსიმალურად გამჭვირვალი მიგრაციით.
გჭირდებათ მეტი სიმძლავრე და 100% იზოლაცია?
გადადით Managed Dedicated სერვერებზე. მიიღეთ ფიზიკური აპარატურის სრული რესურსი, ინდივიდუალური ქსელური პორტი და პრემიუმ მხარდაჭერა კორპორატიული პროექტებისთვის.
- ფიზიკური CPU და RAM
- მორგებული RAID კონფიგურაცია
- პრიორიტეტული 24/7 მხარდაჭერა