VPS ჰოსტინგი ქართულ დატაცენტრში – მაღალი წარმადობის VPS სერვერები თბილისში
მიიღეთ მაქსიმალური სისწრაფე და უსაფრთხოება KVM ვირტუალიზაციით, NVMe დისკებით და 1Gb/s პორტით პირდაპირ თბილისიდან. 99.9% აპთაიმი თქვენი ბიზნესისთვის.
რატომ VPS ჰოსტინგი და რისთვის გჭირდება?
VPS (Virtual Private Server) არის ოქროს შუალედი ვირტუალურ (Shared) ჰოსტინგსა და ფიზიკურ (Dedicated) სერვერს შორის. ის გთავაზობთ გარანტირებულ რესურსებს და სრულ იზოლაციას სხვა მომხმარებლებისგან, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზარდი ბიზნესისა და მაღალი დატვირთვის მქონე პროექტებისთვის.
თუ თქვენი ვებ-გვერდი შენელდა, ან გჭირდებათ სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, VPS ჰოსტინგი იდეალური არჩევანია.
- რამდენიმე ვებსაიტის ჰოსტინგი ერთ VPS-ზე დამატებითი ხარჯების გარეშე.
- საკუთარი Dedicated IP მისამართი რეპუტაციის დასაცავად.
- სრული Root წვდომა (SSH/RDP) სისტემის სრული კონტროლისთვის.
- Docker, Kubernetes ან სხვა სერვისების გაშვების შესაძლებლობა.
- რესურსების დინამიური გაზრდა სერვერის გაჩერების გარეშე (Upgrade).
რატომ SERVER1.GE? – ჩვენი VPS უპირატესობები
ჩვენი ინფრასტრუქტურა აგებულია საიმედოობისა და სისწრაფის გარშემო
KVM ვირტუალიზაცია
100%-ით გამოყოფილი vCPU და RAM რესურსები. მაღალი უსაფრთხოება და იზოლაცია სხვა მომხმარებლებისგან Kernel დონეზე.
მაღალი წარმადობა
თანამედროვე პროცესორები 4.9 GHz-მდე სიხშირით. 40-60%-ით მეტი სისწრაფე თითო ბირთვზე სტანდარტულ ჰოსტინგთან შედარებით.
99.9% Uptime
სტაბილური ქსელი და 24/7 მონიტორინგი. ჩვენი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს თქვენი სერვისების უწყვეტ მუშაობას.
Backup & Snapshots
ყოველდღიური ავტომატური ბექაფები და Snapshot-ების შექმნის შესაძლებლობა მონაცემთა მაქსიმალური დაცვისთვის.
1Gb/s პორტი
მაღალი გამტარობა გლობალურად და მინიმალური შეყოვნება (latency) საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით.
სრული კონტროლი
რეალურ დროში CPU, RAM, I/O და ქსელის მონიტორინგი. ადმინისტრატორის დახმარება სისტემის პირველად გამართვაში.
VPS პაკეტები საქართველოში – აირჩიე შესაბამისი კონფიგურაცია
ყველა პაკეტი განთავსებულია თბილისის დატაცენტრში, მოიცავს KVM ვირტუალიზაციას, ულიმიტო ტრაფიკს და 1 Dedicated IP-ს.
VPS 3
₾ 279/თვე ქართული სერვერი- 100 GB დისკი
- 4 GB RAM
- 2 vCPU ბირთვი
- Unlimited ტრაფიკი
რეკომენდირებულია ბიზნეს საიტებისთვის
შეძენამაღალი წარმადობის ინფრასტრუქტურა
ჩვენი VPS სერვერები მუშაობს საწარმოო კლასის (enterprise-grade) ტექნიკაზე. ეს არ არის უბრალოდ ვირტუალური სივრცე, ეს არის გარანტირებული სიმძლავრე თქვენი პროექტებისთვის.
CPU & RAM
თანამედროვე პროცესორები 4.9 GHz-მდე სიხშირით და Fair share/Dedicated vCPU განაწილებით უზრუნველყოფს სწრაფ გამოთვლებს.
Storage & Network
სწრაფი NVMe / SSD დისკები და 1Gb/s პორტი ულიმიტო ტრაფიკით (Fair Usage პოლიტიკით) მონაცემთა მყისიერი წვდომისთვის.
ხელმისაწვდომი ოპერაციული სისტემები
დააინსტალირეთ სასურველი OS ერთი დაწკაპუნებით ან ატვირთეთ საკუთარი ISO
მართვის პანელები
ჩვენ გთავაზობთ პოპულარულ სამართავ პანელებს: cPanel, Plesk, Webmin. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან ინსტალაციასა და კონფიგურაციაში.
როგორ მუშაობს VPS ჰოსტინგი SERVER1.GE-ზე?
აირჩიე პაკეტი
განსაზღვრეთ საჭირო რესურსები (RAM, CPU, Disk) თქვენი პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე.
დააყენე OS
შეკვეთის დროს აირჩიეთ სასურველი ოპერაციული სისტემა და მართვის პანელი.
გაუშვი პროექტი
მიიღეთ წვდომა (Root/SSH) და განათავსეთ თქვენი ვებსაიტი ან აპლიკაცია.
ვისთვის არის VPS ჰოსტინგი?
Ecommerce & ბიზნესი
ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სისწრაფე და უსაფრთხო ტრანზაქციები. SSL და Dedicated IP სავალდებულოა.
SaaS & Web Apps
დეველოპერებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სპეციფიკური გარემო (Node.js, Python, Docker) და მონაცემთა ბაზები.
თამაშის სერვერები
დაბალი Latency (შეყოვნება) კრიტიკულია გეიმინგისთვის. ქართული ლოკაცია საუკეთესო პინგს უზრუნველყოფს.
კორპორატიული სისტემები
CRM, ERP, საბუღალტრო პროგრამები და შიდა ფაილური სერვერები უსაფრთხო წვდომით.
უსაფრთხოება, Backup და მონიტორინგი
თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. VPS სერვისი მოიცავს:
- ყოველდღიური ავტომატური Backup: თქვენი მონაცემები ინახება დაცულ საცავში.
- Snapshots: შექმენით სერვერის მომენტალური ასლი ცვლილებების განხორციელებამდე.
- Firewall დაცვა: რეკომენდირებული კონფიგურაციები შეტევების პრევენციისთვის.
- მონიტორინგი: CPU, RAM, Network დატვირთვის კონტროლი პანელიდან.