სწრაფი და უსაფრთხო
Plesk ვებ ჰოსტინგი
NVMe დისკები, თანამედროვე სერვერები და 24/7 მხარდაჭერა – იდეალური არჩევანი ბიზნეს საიტებისთვის, ონლაინ მაღაზიებისთვის და პირადი ბლოგებისთვის. ლოკალური დატაცენტრი უზრუნველყოფს დაბალ latency-ს და სტაბილურ მუშაობას.
Plesk ვებ ჰოსტინგის პაკეტები
ყველა პაკეტი მუშაობს Plesk-ზე, განთავსებულია თბილისის დატაცენტრში და მოიცავს NVMe SSD-ს, Imunify360 დაცვას, ყოველდღიურ ბექაპებს, Malware სკანერს და უფასო SSL სერთიფიკატს.
ეკონომიური
დაზოგე 35%
სტანდარტი
დაზოგე 35%
დელუქსი
დაზოგე 35%
პრემიუმი +
დაზოგე 35%
ულტრა
დაზოგე 35%
გჭირდება სხვა კონფიგურაცია, სპეციფიკური რესურსები ან ინდივიდუალური შეთავაზება? დაგვიკავშირდი და მოვამზადებთ პაკეტს შენს ბიზნესზე მორგებით.
მახასიათებლები
გაეცანით დაწვრილებით რას მოიცავს თითოეული ვებ ჰოსტინგის პაკეტი
რატომ ვებ ჰოსტინგი და რისთვის არის საჭირო?
ისარგებლეთ ლოკალური დატაცენტრის სიჩქარით
ვებ ჰოსტინგი არის ყველაზე პრაქტიკული გზა, გამოაქვეყნო ვებსაიტი ინტერნეტში დამატებითი ტექნიკური
სირთულეების გარეშე. ერთი პანელიდან მართავ დომენებს, ელ-ფოსტას, ფაილებს და მონაცემთა ბაზებს -
ინფრასტრუქტურასა და სერვერების ადმინისტრირებაზე ფიქრის გარეშე.
თუ გჭირდება საიტი შენი ბიზნესისთვის, ონლაინ მაღაზია ან ბლოგი, რომელიც იქნება სწრაფი, დაცული და ყოველთვის ხელმისაწვდომი, ვებ ჰოსტინგი საქართველოში საუკეთესო ფუძეა.
SERVER1.GE გაძლევს საშუალებას, ისარგებლო ლოკალური დატაცენტრის სიჩქარით და ამავე დროს მიიღო ის ხარისხი და სერვისის დონე, რომელსაც ელოდები საერთაშორისო პროვაიდერისგან.
რატომ SERVER1.GE? - ვებ ჰოსტინგის უპირატესობები
ლოკალური დატაცენტრი + თანამედროვე ინფრასტრუქტურა + ქართული მხარდაჭერა
NVMe / SSD დისკები
სწრაფი დისკები უზრუნველყოფს საიტის სწრაფ ჩატვირთვას და უკეთეს გამოცდილებას მომხმარებლებისთვის.
99.9% აპთაიმი
სტაბილური ქსელი და მონიტორინგი 24/7 - შენი საიტი მუდმივად ონლაინ და ხელმისაწვდომია.
ბექაპები
ავტომატური Backup-ები და აღდგენის შესაძლებლობა - შეცდომის შემთხვევაში სწრაფად დაბრუნდები უსაფრთხო ვერსიაზე.
მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურა
შეგიძლია დაიწყო მცირე ვებ ჰოსტინგის პაკეტით და ეტაპობრივად გაზარდო VPS ან გამოყოფილ სერვერით.
ლოკალური დატაცენტრი
ქართულ სერვერზე განთავსებული საიტები უზრუნველყოფენ დაბალ დაყოვნებას (latency) და სწრაფ წვდომას საქართველოში.
ადმინისტრატორის დახმარება
დაგეხმარებით პირველადი გადმოტანაში, DNS-ის გამართვაში და ტექნიკურ კითხვებზე პასუხში ქართულ ენაზე.
მაღალი ხელმისაწვდომობის ინფრასტრუქტურა ვებ ჰოსტინგისთვის
ჩვენი ვებ ჰოსტინგი მუშაობს იმავე საწარმოო კლასის (enterprise-grade) ინფრასტრუქტურაზე, რასაც ვიყენებთ სხვა სერვისებისთვის. მიიღებ სტაბილურ გარემოს, სადაც შენი საიტი მუდამ სწრაფად იტვირთება და დარწმუნებული ხარ, რომ სერვერები პროფესიულ დატაცენტრშია განთავსებული.
CPU & RAM
რესურსები გათვლილია Shared ჰოსტინგისთვის ოპტიმალურად – სისწრაფე, სტაბილურობა და სწორი განაწილება ერთ პლატფორმაზე განთავსებულ საიტებს შორის.
Storage & Network
NVMe/SSD დისკები სწრაფი I/O-სთვის და 1Gbps პორტი ულიმიტო ტრაფიკით (Fair Usage პოლიტიკით) – საიტები რეაგირებენ სწრაფად, მაშინაც კი, როცა ტრაფიკი იზრდება.
Datacenter სტანდარტები
დუბლირებული კვება, კონდიცირება, ქსელური რეზერვი და ფიზიკური დაცვა – ყველაფერი, რაც საჭიროა საიტის უსაფრთხო და სტაბილური მუშაობისთვის.
რას ვჰოსტავთ SERVER1.GE-ზე?
ვებ ჰოსტინგი ოპტიმიზირებულია ყველაზე პოპულარული პლატფორმებისა და ტექნოლოგიებისთვის.
დამატებითი სერვისები
გთავაზობთ დომენის რეგისტრაციას, DNS-ის გამართვას, ელ-ფოსტის კონფიგურაციას (IMAP/POP3/SMTP) და საჭიროების შემთხვევაში, ვებსაიტის გადმოტანას სხვა პროვაიდერიდან SERVER1.GE-ზე მინიმალური Downtime-ით.
როგორ მუშაობს ვებ ჰოსტინგი SERVER1.GE-ზე?
აირჩიე პაკეტი
შეაფასე, რამდენი საიტი და რა მოცულობის დისკი გჭირდება. მცირე პროექტებისთვის - ეკონომიური/სტანდარტი, ბიზნესისთვის - დელუქსი.
დომენის რეგისტრაცია
დაარეგისტრე, გადმოიტანე ან გამოიყენე არსებული დომენი SERVER1-ზე.
საიტის ატვირთვა
დააინსტალირე WordPress ან ატვირთე უკვე მზა ფაილები – რამდენიმე დაწკაპუნებით დაიწყებ მუშაობას.
მასშტაბირება
როცა დატვირთვა გაიზრდება, ადვილად გადახვალ უფრო მაღალ პაკეტზე ან VPS/გამოყოფილ სერვერზე.
ვისთვის არის ვებ ჰოსტინგი SERVER1.GE-ზე?
მცირე და საშუალო ბიზნესი
კომპანიის საიტები, სასერვერო გვერდები, ონლაინ შეკვეთები და კონტაქტის ფორმები – ყველაფერი, რაც სჭირდება თანამედროვე ბიზნესს ინტერნეტში ყოფნისთვის.
ონლაინ მაღაზიები
WooCommerce, OpenCart და სხვა ecommerce სისტემები – სწრაფი ჩატვირთვა და სტაბილური მუშაობა შეკვეთების პროცესში.
ბლოგერები & კონტენტის შემქმნელები
პირადი ბლოგი, პორტფოლიო, მედია-საიტი – მარტივი მართვა, სწრაფი პუბლიკაციები და SEO-ს მეგობრული გარემო.
სააგენტოები & დეველოპერები
რამდენიმე პროექტის ჰოსტინგი ერთ პაკეტზე, ტესტ/პროდ გარემოს შექმნა და მომავალში VPS/სერვერებზე გადასვლა.
უსაფრთხოება, Backup და მონიტორინგი
შენი საიტის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვებ ჰოსტინგის პლატფორმა კონფიგურირებულია ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მონაცემთა დაკარგვისა და შეტევების რისკი.
- უფასო SSL: დაცული HTTPS კავშირი ყველა პაკეტზე.
- Backup სისტემა: ავტომატური ბექაპები და აღდგენის შესაძლებლობა.
- Firewall & ფილტრაცია: რეკომენდირებული კონფიგურაციები შეტევების პრევენციისთვის.
- მონიტორინგი: ძირითადი სერვისების და დატვირთვის კონტროლი ჩვენი გუნდის მხრიდან.
FAQ – ხშირად დასმული კითხვები ვებ ჰოსტინგზე
დაიწყე ვებ ჰოსტინგი ქართულ დატაცენტრში
აირჩიე პაკეტი, რომელიც შეესაბამება შენს ბიზნესს, და დაიწყე საიტის ჰოსტინგი გარემოში, სადაც სისწრაფე, უსაფრთხოება და მხარდაჭერა ერთ სივრცეშია გაერთიანებული.